სიახლე

განსხვავდება თუ არა სუპერმარკეტსა და ბაზარში შეძენილი ხორცი ხარისხით

GuriaNews

საქართველოში მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ხორცის ფასებს და ხარისხს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე ტიპის პროდუქციაა, ქსელურ სუპერმარკეტებსა და აგრარულ ბაზრებს შორის ფასთა სხვაობა ხშირად საკმაოდ დიდია. ხორცის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ეს განსხვავება ძირითადად ხარისხით არ არის განპირობებული და მას სხვა ეკონომიკური მიზეზები აქვს. როგორც ხორცის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ […] The post განსხვავდება თუ არა სუპერმარკეტსა და ბაზარში შეძენილი ხორცი ხარისხით appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საქართველოში მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ხორცის ფასებს და ხარისხს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე ტიპის პროდუქციაა, ქსელურ სუპერმარკეტებსა და აგრარულ ბაზრებს შორის ფასთა სხვაობა ხშირად საკმაოდ დიდია.

ხორცის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ეს განსხვავება ძირითადად ხარისხით არ არის განპირობებული და მას სხვა ეკონომიკური მიზეზები აქვს.

როგორც ხორცის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩხიკვიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან” აცხადებს, ფასის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ქსელური მაღაზიების საოპერაციო ხარჯებს, ინფრასტრუქტურას, ბრენდინგსა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებულ დანახარჯებს აქვს.

მისი თქმით, მომხმარებელს ხშირად უჩნდება შთაბეჭდილება, რომ ბაზარში შედარებით იაფი ხორცი დაბალი ხარისხისაა, თუმცა რეალურად განსხვავება, პირველ რიგში, ბიზნესმოდელიდან გამომდინარეობს.

„სხვაობა, ამ შემთხვევაში, მარჟაზე მეტად ბიზნესმოდელისა და ხარჯების შედეგია. საოპერაციო ხარჯები, ინფრასტრუქტურა, რაც ქსელურ მარკეტებს აქვთ, უფრო მეტად განსაზღვრავს ფასს. ასევე გავლენას ახდენს მათი ბრენდინგი და საოპერაციო პროცესები.

რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, სურსათის უვნებლობასა და ცივი ჯაჭვის დაცვას, ქსელური მარკეტები ამ სტანდარტების შესრულებაზე გაცილებით მეტ რესურსს ხარჯავენ, რაც საბოლოო ფასზეც აისახება,” – აცხადებს თამარ ჩხიკვიშვილი.

მისივე განმარტებით, აგრარულ ბაზრებშიც მოქმედებს ვეტერინარული კონტროლი და ხარისხის ზედამხედველობა, თუმცა იქ საოპერაციო ხარჯები გაცილებით დაბალია, რის გამოც იგივე ხარისხის პროდუქციის რეალიზაცია უფრო დაბალ ფასად ხდება.

„ბაზარშიც მოქმედებს ვეტერინარული კონტროლი, ხარისხისა და შენახვის პირობების ზედამხედველობა, თუმცა საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად ნაკლებია.

შესაბამისად, პროდუქტის თვითღირებულებაც შედარებით დაბალია. თუმცა, თუ ხორცი სასაკლაოდან არის წარმოშობილი, სურსათის უვნებლობის მოთხოვნები როგორც ბაზრისთვის, ისე ქსელური მარკეტებისთვის ერთნაირია,” – ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, მარკეტებში საქონლის რბილი ხორცის საშუალო ფასი 40 ლარია, ღორის რბილი ხორცის ფასი – 22 ლარი. ხოლო აგრარულ ბაზრებში ხორცის შეძენა მომხმარებელს ბევრად ნაკლები უჯდება.

The post განსხვავდება თუ არა სუპერმარკეტსა და ბაზარში შეძენილი ხორცი ხარისხით appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი