სააგენტო "პარალელი"
“რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება!” – ვახო სანაია
ჟურნალისტი ვახო სანაია, საპატიმროს დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება:
“მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ. ყველას უღრმესი მადლობა, ძალიან ძვირფასია ჩემთვის თითოეული სიტყვა!
მეუხერხულება კიდეც ჩემი ამბავი. რა მოსატანი ვარ საერთოდ, როცა ციხეებში ნამდვილი გმირები გვყავს – თავისუფლება ჩვენს თანამებრძოლებს!
ვერანაირი პატიმრობა, ვერანაირი ჯარიმა თუ დარბევა ჩვენზე ვერ მოახდენს იმ გავლენას, რა ჩანაფიქრიც შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველს. რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება!
მე ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს, რომელიც ძალიან მარტივი, გასაგები და მკაფიოა:
ბოლომდე! სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე!” – განაცხადა ვახო სანაიამ.
“რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება!” – ვახო სანაია
პარალელი