“თავში მუშტები ჩამარტყა…” – ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 27 Feb 2026, 05:55

საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად ცნობილ პოლიციელს ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ: “ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები ჩამარტყა, სხვა პოლიციელებმაც მცემეს. […] თავდაპირველად მოვიდნენ სახლში, პოლიციიდან ვართო და გადამიყვანეს სამმართველოში, დაკითხვა დაახლოებით 4-5 საათს მაინც გაგრძელდა, იყო ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. მუშტებს მირტყამდნენ თავში – სამი მირტყამდა, შენ ყველაფერი იცი და […] The post “თავში მუშტები ჩამარტყა…” – ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ appeared first on ODISHINEWS.

საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად ცნობილ პოლიციელს ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ:             

“ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები ჩამარტყა, სხვა პოლიციელებმაც მცემეს. […] თავდაპირველად მოვიდნენ სახლში, პოლიციიდან ვართო და გადამიყვანეს სამმართველოში, დაკითხვა დაახლოებით 4-5 საათს მაინც გაგრძელდა, იყო ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. მუშტებს მირტყამდნენ თავში – სამი მირტყამდა, შენ ყველაფერი იცი და არ ამბობო. ძალიან ცუდად ვიყავი. ეპილეფსია მაქვს.

რამდენიმე დღეში მივედი საავადმყოფოში და გადამიღეს თავზე, კისტა აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, მარცხენა მხარეს გაქვს 4 მილიმეტრი და ახალია, ძველი არ არისო. დეკემბერში როცა შევხვდი პროკურორს, მას მოვუყევი ამ ძალადობის შესახებ…” – ეუბნება ნეტგაზეთს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვისას საქმის მოწმე, ჯემალ ზანდარაძე.

მკვლელობა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალის შორის მდებარე ტერიტორიაზე 2025 წლის 3 ივნისს მოხდა. ავტომობილში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი, მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.

The post “თავში მუშტები ჩამარტყა…” – ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური