,,რუსეთმა 24 ბალისტიკური რაკეტა და 115 დრონი გამოიყენა” – ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსული ძალების მიერ კიევის ოლქზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, ხოლო 44 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. ზელენსკის თქმით, რუსეთმა 24 ბალისტიკური რაკეტა და 115 დრონი გამოიყენეს. იერიშის ძირითადი სამიზნე სამოქალაქო კომპანიების საწყობები, ინფრასტრუქტურა და სარკინიგზო სადგური გახდა. „ამ ობიექტებს ომთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ – ეს იყო ლუდის მწარმოებელი კომპანია, სამშენებლო მასალების საწყობები და სამოქალაქო ლოგისტიკური ობიექტები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. „ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელ სისტემებს დღეს დაღუპული ადამიანების… The post ,,რუსეთმა 24 ბალისტიკური რაკეტა და 115 დრონი გამოიყენა” – ვოლოდიმირ ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →