“არ დავინდე – ვიფიქრე, ეს ისეთი შეუპოვარია, მოსულიერდება და მიკბენს-მეთქი” – ნათია ფანჯიკიძე — Cnoba

Alia სიახლე 19 Feb 2026, 16:58

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე: საშხაპეში უმამაცესი ბზიკი გავიცანი, კედელზე იჯდა, ძლივს ჩავრეცხე, ასჯერ მოეჭიდა იატაკს, მიუხედავად წყლის ძლიერი ჭავლისა. თანდათან აღტაცება მიპყრობდა, ასეთი გულადის მოკვლა როგორ შეიძლება-მეთქი. იმ წამს ხომ მისი ღმერთი ვიყავი, ან დავინდობდი, ან არა. არ დავინდე ხოდა. ვიფიქრე, ეს ისეთი შეუპოვარია, მოსულიერდება და მიკბენს-მეთქი. ღმერთსაც ეგრე ეშინია ადამიანების მგონი, არ მიკბინონო, იმიტომ არ […] The post “არ დავინდე – ვიფიქრე, ეს ისეთი შეუპოვარია, მოსულიერდება და მიკბენს-მეთქი” – ნათია ფანჯიკიძე appeared first on .

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:

საშხაპეში უმამაცესი ბზიკი გავიცანი, კედელზე იჯდა, ძლივს ჩავრეცხე, ასჯერ მოეჭიდა იატაკს, მიუხედავად წყლის ძლიერი ჭავლისა. თანდათან აღტაცება მიპყრობდა, ასეთი გულადის მოკვლა როგორ შეიძლება-მეთქი. იმ წამს ხომ მისი ღმერთი ვიყავი, ან დავინდობდი, ან არა. არ დავინდე ხოდა. ვიფიქრე, ეს ისეთი შეუპოვარია, მოსულიერდება და მიკბენს-მეთქი. ღმერთსაც ეგრე ეშინია ადამიანების მგონი, არ მიკბინონო, იმიტომ არ ეხმარება გადარჩენაში მამაცებს და ეხმარება ძონძებს. ა, ხო, ბოდიში, თავისთვის საუკეთესოები უნდა. ხოდა საუკეთესო ბზიკი მივახრჩვე კოხტად მეც.

The post “არ დავინდე – ვიფიქრე, ეს ისეთი შეუპოვარია, მოსულიერდება და მიკბენს-მეთქი” – ნათია ფანჯიკიძე appeared first on .


რელევანტური