განახლდა
დღეს: 1176 სიახლე

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, მიიღონ ზომები შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „როიტერის“ ცნობით, ანკარის მხრიდან ეს მოწოდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც რუსეთის ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად თურქული სატვირთო გემი დაზიანდა, რასაც…

იხილე სრულად: mcm.ge ↗
News.ge

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ინტენსიურ თავდასხმებს და რუსეთსა და უკრაინას მოვუწოდებთ, იმოქმედონ გონივრულად, ღია ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების პრინციპის დაცვით

თურქეთმა რუსეთი და უკრაინა პირველად გააფრთხილა სამართლებრივი ზომების მიღებით, თუ შავ ზღვაში იერიში მის გემებზე განხორციელდება, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა.

Trialeti

რუსებმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის ოლქის გუბერნატორზე ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. „4 მარტის საღამოს, უპილოტო საფრენმა აპარატმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყა, როდესაც ის ჩერნომორსკის პორტიდან გადიოდა. გემს სიმინდი გადაჰქონდა. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ“, - აღნიშნა კიპერმა.

რუსებმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის ოლქის გუბერნატორზე ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. „4 მარტის საღამოს, უპილოტო საფრენმა აპარატმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო…

,,შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა” – მედია

შავ ზღვაში თურქულ გემზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის განცხადებით, შავ ზღვაში, ყირიმის მახლობლად მყოფ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ გემ DURU 67-ზე თავდასხმა 5 ივნისს განხორციელდა. ერთი მეთევზე დაიღუპა, 4 კი დაშავდა. თავდასხმის შემდეგ…

Timer

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებისთვის თურქეთმა უკრაინის ელჩი დაიბარა

თურქული გამოცემა Anadolu თურქეთის საგარეო უწყებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებისთვის თურქეთმა უკრაინის ელჩი დაიბარა. “შეხვედრის დროს თურქმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების, ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების…

Netgazeti

შავ ზღვაში სამ ტანკერს დრონებით დაესხნენ თავს

ხუთშაბათს შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, სამ ტანკერზე დრონებით თავდასხმა დაფიქსირდა, განაცხადა საზღვაო სააგენტო Tribeca-მ. ტანკერი James II, რომელიც პალაუს დროშის ქვეშ ცურავდა, ინციდენტის დროს შავ ზღვაში, თურქელის რეგიონიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 80 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა, აღნიშნა…

ბათუმიდან აფრენილი კერძო თვითმფრინავი შავ ზღვაში ავარიულად დაეშვა (ვიდეო)

ბათუმიდან ჩრდილოეთ თურქეთის მიმართულებით მფრინავმა კერძო თვითმფრინავმა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, შავ ზღვაში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ავარიული დაშვება განახორციელა. საჰაერო ხომალდი ორდუ-გირესუნის აეროპორტში მიფრინავდა, თუმცა ეკიპაჟი იძულებული გახდა ზღვაში დაშვებულიყო. თურქეთის სანაპირო…

,,შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს” – ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს. „შესაძლოა. ეს კარგი იქნებოდა. მსურს, რომ ეს დასრულდეს. ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი რამ არის. ყოველთვიურად 25000…

Timer

ტრამპი: რუსეთსა და უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება. “მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი (9, 10 და 11 მაისს). რუსეთში ზეიმი გამარჯვების დღეს უკავშირდება, თუმცა…

Batumelebi

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე მორატორიუმს ითხოვს

8 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქულ ახალი ამბების სააგენტოსთან, „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი მოუწოდებს უკრაინასა და რუსეთს, დააწესონ მორატორიუმი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე. „შავი ზღვა საომარი მოქმედებების ერთ-ერთ ზონად იქცა…

News.ge

შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების სერიის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ბულგარეთსა და რუმინეთში ვიზიტს გეგმავს - Politico

შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბულგარეთსა და რუმინეთში ვიზიტს გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო თვეში შავ ზღვაში 7 კომერციული გემი დაზიანდა, რაშიც რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს.

გურიაTV

NATO შავ ზღვაში თვითმფრინავებს და დრონებს გზავნის, დაზვერვას აძლიერებს

გამოცემა Reuters NATO-ს სამხედრო სპიკერზე, მარტინ ო’დონელზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსი გემებზე იერიშების ფონზე შავ ზღვაში დამატებით სანაპირო ავიაციის საპატრულო თვითმფრინავებს, რადარულ სისტემებსა და დრონებს გაგზავნის. გარდა ამისა, როგორც გამოცემა ო’დონელზე დაყრდნობით წერს, NATO შავ ზღვაში…

Timer

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: შავ ზღვაში, გემ TEDY-ზე დრონის იერიშს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, შავ ზღვაში უცხოურ სატვირთო გემ TEDY-ზე დრონით იერიშის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა და ორი…