უხვი ნალექი საქართველოში და შეზღუდვები გზებზე — Cnoba
უხვი ნალექის გამო, საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეტებზე შეზღუდვები დაწესდა. როგორც ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზეც. The post უხვი ნალექი საქართველოში და შეზღუდვები გზებზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.