სიახლე

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი – აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

Alia

გაზიარება მსოფლიო 03.08.2026 / 12:40 ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი – აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, თეირანი ამჟამად აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, – ინფორმაციას Al-Jazeera ავრცელებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ირანი ომანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰორმუზის სრუტეზე უსაფრთხო, დროებითი მარშრუტის უზრუნველსაყოფად. მისი მტკიცებით, მარშრუტზე ომანთან შეთანხმების მიღწევა სრუტის ხელახლა გახსნისთვის […] The post ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი – აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს appeared first on .

პირველწყარო →

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი – აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, თეირანი ამჟამად აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, – ინფორმაციას Al-Jazeera ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ირანი ომანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰორმუზის სრუტეზე უსაფრთხო, დროებითი მარშრუტის უზრუნველსაყოფად.

მისი მტკიცებით, მარშრუტზე ომანთან შეთანხმების მიღწევა სრუტის ხელახლა გახსნისთვის აუცილებელი პირობაა, თუმცა საკმარისი არ არის და საჭიროა აშშ-სა და ისრაელის „სამხედრო აგრესიის“ დასრულება.

„ჰორმუზის სრუტე არ არის დაკეტილი ირანსა და ომანს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო. ჰორმუზის სრუტე პრობლემების წინაშე დგას აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის სამხედრო აგრესიის გამო“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

The post ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი – აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს appeared first on .


მსგავსი