სიახლე

ნაბეღლავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის ბრწყინვალე შედეგი ეროვნულებზე

GuriaNews

ნაბეღლავის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულით — ანანო დოლიძით! ​ანანო არის გოგონა, რომელმაც თავისი გამორჩეული სიჩუმით, სიდინჯით, სიწყნარით, უპრეტენზიობითა და უსაზღვრო პასუხისმგებლობით ყველას დაანახა, თუ რისი უნარი აქვს დაუღალავ შრომასა და მიზანდასახულობას. ​ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მან ბრწყინვალე შედეგები აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება! ​ქართული ენა და ლიტერატურა _ 51 ქულა; ​ინგლისური […] The post ნაბეღლავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის ბრწყინვალე შედეგი ეროვნულებზე appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ნაბეღლავის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულით — ანანო დოლიძით! ​ანანო არის გოგონა, რომელმაც თავისი გამორჩეული სიჩუმით, სიდინჯით, სიწყნარით, უპრეტენზიობითა და უსაზღვრო პასუხისმგებლობით ყველას დაანახა, თუ რისი უნარი აქვს დაუღალავ შრომასა და მიზანდასახულობას.

​ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მან ბრწყინვალე შედეგები აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება! ​ქართული ენა და ლიტერატურა _ 51 ქულა; ​ინგლისური ენა _ 58 ქულა; ​ისტორია _ 37 ქულა;

​ნაბეღლავის საჯარო სკოლის პედაგოგები და მთელი სასკოლო საზოგადოება მთელი გულით ვულოცავთ ანანოს ამ დიდ წარმატებას! ​ვუსურვებთ მას წინსვლას, სტუდენტური წლების საინტერესოდ გატარებას, ახალი მწვერვალების დაპყრობასა და ყველა დასახული მიზნის ასრულებას! _ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ნაბეღლავის საჯარო სკოლიდან მოაწოდეს.

The post ნაბეღლავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის ბრწყინვალე შედეგი ეროვნულებზე appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი