კილაძის დაკავება სავარაუდოდ ჩვენ ჩანაწერს უკავშირდება- ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატი — Cnoba
MegaTV
სიახლე
18 Feb 2026, 14:36
ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატის, ზურა თოდუას განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება, სავარაუდოდ, მათ მიერ პროკურატურაში წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ფარული ჩანაწერი მან პროკურატურას 13 იანვარს წარუდგინა. მისივე თქმით, გუშინ, 17 თებერვალს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა და პროკურატურა იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა. „13 იანვარს შევიტანე საჩივარი და 13 იანვარს მივაწოდე […]
ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატის, ზურა თოდუას განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება, სავარაუდოდ, მათ მიერ პროკურატურაში წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ფარული ჩანაწერი მან პროკურატურას 13 იანვარს წარუდგინა.
მისივე თქმით, გუშინ, 17 თებერვალს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა და პროკურატურა იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა.
„13 იანვარს შევიტანე საჩივარი და 13 იანვარს მივაწოდე პროკურატურას მტკიცებულება – ფარული ჩანაწერი. ამის შემდეგ ქალბატონმა ელისომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს არის ყალბი, ფალსიფიცირებული და ა.შ. დავნიშნეთ სამხარაულის ექსპერტის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა. გუშინ მივიღე პასუხი ამაზე. მანამდე გენერალურ პროკურატურაში 4 საჩივარი მაქვს შეტანილი რეაგირების გაკეთებით მოთხოვნით, მაგრამ არ აკეთებდნენ. გუშინ, სამხარაულმა ჩამაბარა ექსპერტიზის დასკვნა, სასწრაფოდ წარვადგინე გენერალურ პროკურატურაში და მოვითხოვე რეაგირება. სავარაუდოდ, ამას უნდა უკავშირდებოდეს ელისო კილაძის დაკავება. რადგანაც ამ ჩანაწერის ავთენტურობა უკვე ეჭვქვეშ აღარ იყო, სავარაუდოდ, ამის შემდეგ აქვთ ეს გადაწყვეტილება მიღებული.