„სარფის“ საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტსა და გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონო გადაადგილების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, საკუთარი ავტომანქანით მალულად შემოიტანა 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post „სარფის“ საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები ამოიღეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →