რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი წაუყენა და მის დაპატიმრებაზე საერთაშორისო ორდერი გასცა. კრემლის უწყების განმარტებით, სამართლებრივი დევნის მიზეზი გახდა პლატფორმის უარი იმ შინაარსის კონტენტის წაშლაზე, რომელსაც უკრაინის სპეცსამსახურები და ექსტრემისტული ჯგუფები რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიების, მასობრივი თავდასხმებისა და კიბერდანაშაულის დასაგეგმად იყენებდნენ. დუროვსა და Telegram-ის წარმომადგენლებს მოსკოვის ბრალდებებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოძიებას საფრანგეთიც აწარმოებს – ფრანგული მხარე Telegram-ს არასაკმარის მოდერაციასა და სამართალდამცავებთან უთანამშრომლობაში ადანაშაულებს, რასაც თავად დუროვი უარყოფს. პაველ დუროვმა რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წელს, სოციალურ ქსელ VKontakte-ზე ხელისუფლების… The post რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →