სააგენტო "პარალელი"
“ქართველი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს, პოლიტიკაში, ყველაზე მეტად აინტერესებს რომ თავს არ დაესხა” – თამარ ჩერგოლეიშვილი
პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ქართული პოლიტიკური სპექტრის, პოლიტიკოსების შეფასებას ახდენს:
“ქართველი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს, პოლიტიკაში, ყველაზე მეტად აინტერესებს რომ თავს არ დაესხა.
ანუ არა – არაღიარების სტრატეგია!
არა – ცვლილებების შემდეგ რა ხდება და როგორ ვცვლით ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას!
არა ეკონომიკური პოლიტიკა!
არა სიღატაკის დაძლევა!
არა ქვეყნის სისტემური მოწყობა!
არამედ მის გოგრაზე დაუსხმელობა.
მე, მე, მე, მე, მე, მე, მე …
პოლიტიკა კი არ უყვართ, თავისი თავი უყვართ – პოლიტიკაში.
ამიტომ ვერ ქმნიან პოლიტიკას, ამიტომაა სრულიად უინტერესო და მოსაწყენი მათთან თანამშრომლობა და ამიტომ იფლანგება დრო სრულ უაზრობებზე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
“ქართველი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს, პოლიტიკაში, ყველაზე მეტად აინტერესებს რომ თავს არ დაესხა” – თამარ ჩერგოლეიშვილი
პარალელი