“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 26 Feb 2026, 19:28

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს ნიშნავს: “უამრავი ადამიანი მწერს, უმეტესობა ემიგრაციიდან: შეშინებული არიან მთავრობის და ეროვნული ბანკის განცხადებებით, რომლებიც აიძულებენ კომერციულ ბანკებს არ დაემორჩილონ სანქციებს. ხომ არ გავიტანოთო ანაბრები. არაფერია საპანიკო. “იმედის” ფული რომც გადარიცხონ უცხოეთში, იქ არავინ მიიღებს. არცერთი ბანკი ამას არ იზამს. თუ წარმოუდგენლად […] The post “იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე appeared first on ODISHINEWS.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს ნიშნავს: 
“უამრავი ადამიანი მწერს, უმეტესობა ემიგრაციიდან: შეშინებული არიან მთავრობის და ეროვნული ბანკის განცხადებებით, რომლებიც აიძულებენ კომერციულ ბანკებს არ დაემორჩილონ სანქციებს. ხომ არ გავიტანოთო ანაბრები.
არაფერია საპანიკო. “იმედის” ფული რომც გადარიცხონ უცხოეთში, იქ არავინ მიიღებს. არცერთი ბანკი ამას არ იზამს. თუ წარმოუდგენლად უგუნური ნაბიჯები გადადგეს, თვითონაც მოჰყვებიან ნამსხვრევებში. როცა ფულთანაა საქმე, თვლა იციან.
ქართუც და ლიბერთიც კი არ იზამენ ამას.
“იმედზე” სხვებმა იგლოვონ. ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, ეს მათი ძალაუფლების მიღმაა”, – წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქზე” და იქვე, კომენტარის ველში მოკლედ პასუხობს მოქალაქეს შეკითხვაზე, რას ნიშნავს ნათია თურნავას  გუშინდელი განცხადება: “არაფერს!”

The post “იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური