“მოაწყვეს სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი”- სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს — Cnoba
საქართველოს პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “ეკო მედიკალ ჯგუფი”-ს და შპს “ეკოლოგია და სუფთა გარემო”-ს დირექტორმა, ქალაქ სამტრედიაში, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში, მოაწყო სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები. „სამართალდამცავებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი… The post “მოაწყვეს სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი”- სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.