ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
საქართველო მორიგი, ისტორიული აღმოჩენის წინაშეა. ლეჩხუმში, 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს. როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა, ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს. „ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს. აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და კავკასიის სპილენძის… The post ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →