სიახლე

საბერძნეთში პოლიციამ მიტოვებულ შენობაში, ჩემოდანში ქალის ცხედარი იპოვა

მედიაცენტრი

18 ივლისს, საბერძნეთში, კიფსელზე მიტოვებულ შენობაში საეჭვო ჩემოდნის აღმოჩენის გამო განგაში გამოცხადდა. საბერძნეთის პოლიციამ დაადგინა, რომ ჩემოდანში იყო ქალის ცხედარი, რომელიც უკვე იხრწნებოდა. ჩემოდანი უსახლკარო მამაკაცმა იპოვა, რომელმაც სამართალდამცველებს შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ შიგნით ქალის ცხედარი ესვენა. კრიმინალისტების მუშაობისა და მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, ტერიტორია პოლიციამ ოპერატიულად გადაკეტა. პარალელურად, ელოდებიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც ზუსტად უნდა დაადგინოს გარდაცვლილის ვინაობა, სიკვდილის დრო და მიზეზი. ცნობილია, რომ მიტოვებული შენობა, სადაც ჩემოდანი იპოვეს, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ღია იყო და მას უსახლკაროები აფარებდნენ თავს, თუმცა იქ გაჩენილი ხანძრის შემდეგ ობიექტი დაილუქა.… The post საბერძნეთში პოლიციამ მიტოვებულ შენობაში, ჩემოდანში ქალის ცხედარი იპოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი