ინტიმური მასალის გამოქვეყნებით აშანტაჟებდა და ურთიერთობას სთხოვდა — Cnoba
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე არსებულ დაზარალებულის ანგარიშზე მოიპოვა უკანონო წვდომა, საიდანაც უკანონოდ გადმოწერა და შეინახა მისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოყენებითაც დაზარალებულს აშანტაჟებდა და ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2026 წლის თებერვალში ბრალდებულმა დაზარალებულთან განხორციელებული ვიდეოზარის დროს უკანონოდ მოიპოვა და ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას. ბრალდებული 2026 წლის 25 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, გამოყენება და შენახვა) წარედგინება რაც სასჯელის სახედ და ზომად 7… The post ინტიმური მასალის გამოქვეყნებით აშანტაჟებდა და ურთიერთობას სთხოვდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.