ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება
ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები იწყება, რომლის მიზანი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეწყერსაშიში პროცესების პრევენცია და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში განხორციელდება მეწყერსაშიში ფერდის საინჟინრო-საპრევენციო ღონისძიებები, სამუშაოები კი 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდება. „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედლები. ასევე, ფერდზე მოეწყობა 2 060 ანკერი, დამონტაჟდება ფოლადის გალვანიზებული ბადე და ბაგირი, რაც აღმოფხვრის ქანების ჩამოშლისა და მეწყრული პროცესების განვითარების რისკს. გათვალისწინებულია სანიაღვრე არხის მოწყობაც, რომელიც ზედაპირული წყლების მოცილებისთვის მნიშვნელოვანია… The post ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →