სიახლე

ბრიტანეთი მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას გეგმავს

მედიაცენტრი

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამის საათებში სოციალური მედიით სარგებლობაზე შეზღუდვების დაწესებას აპირებს. ახალი გეგმის მიხედვით, ისეთი პოპულარული აპლიკაციები, როგორიცაა Instagram, TikTok და YouTube, მოზარდებისთვის შუაღამიდან დილის 06:00 საათამდე დაიბლოკება. ბრიტანეთის ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მოზარდების ჯანსაღ ძილს, სწავლაზე კონცენტრაციასა და ოჯახთან მეტი დროის გატარებას. რეგულაციას ექნება გამონაკლისიც, ანგარიშის პარამეტრების შეცვლის შემთხვევაში, მოზარდებს ღამის საათებში პლატფორმებზე წვდომის აღდგენა მაინც შეეძლებათ. ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2026 წლის ბოლომდე წარუდგინოს, ხოლო ახალი წესები ძალაში მომავალი წლიდან შევიდეს. The post ბრიტანეთი მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას გეგმავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი