აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ახალი ტალღა დაიწყეს. სამხედრო ოპერაციის მიზანი ჰორმუზის სრუტის გასწვრივ თეირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებაა. როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, იერიშები მიზანმიმართულად იმ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ირანული მხარე საზღვაო გზებზე თავდასხმებისთვის იყენებს. „დღეს, აღმოსავლეთის დროით დილის 06:00 საათზე, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. დარტყმების მიზანს წარმოადგენს იმ სამხედრო შესაძლებლობების შემდგომი დასუსტება, რომლებსაც ირანის შეიარაღებული ძალები ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის იყენებენ“, — აცხადებს CENTCOM-ი. The post აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →