სიახლე

რუსულმა ძალებმა ოდესაზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

მედიაცენტრი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი ლისაკზე დაყრდნობით, თავდასხმას საცხოვრებელი შენობების დაზიანებაც მოჰყვა. დარტყმების შედეგად დაშავდა კიდევ სამი მოქალაქე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები იტყობინებიან, რომ 15 ივლისის ღამეს რუსულმა მხარემ უკრაინის მიმართულებით X-59/69 ტიპის ორი მართვადი რაკეტა და 122 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 101 დრონის განადგურება შეძლეს. The post რუსულმა ძალებმა ოდესაზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი