“განზრახ ვრცელდება სრულიად ცრუ ინფორმაცია” – რას წერს საფრნაგეთის ელჩი რუსთავი2–ის გამოქვეყნებულ ნიუსზე — Cnoba

Alia სიახლე 26 Feb 2026, 13:13

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, სოციალურ ქსელში, აზიარებს “რუსთავი 2-ის” ნიუსს, რომლითაც მედია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს ციტირებს, თითქოს საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან. “ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთი საერთაშორისო მასშტაბით განზრახ ავრცელებს სრულიად ცრუ ინფორმაციას უკრაინისთვის ბირთვული იარაღის ვითომდა გადაცემის შესახებ. ომის მეხუთე წლით დასუსტებულმა, რომელიც მხოლოდ “სამ დღეს” […] The post “განზრახ ვრცელდება სრულიად ცრუ ინფორმაცია” – რას წერს საფრნაგეთის ელჩი რუსთავი2–ის გამოქვეყნებულ ნიუსზე appeared first on .

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, სოციალურ ქსელში, აზიარებს “რუსთავი 2-ის” ნიუსს, რომლითაც მედია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს ციტირებს, თითქოს საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან.

 

“ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთი საერთაშორისო მასშტაბით განზრახ ავრცელებს სრულიად ცრუ ინფორმაციას უკრაინისთვის ბირთვული იარაღის ვითომდა გადაცემის შესახებ. ომის მეხუთე წლით დასუსტებულმა, რომელიც მხოლოდ “სამ დღეს” უნდა გაგრძელებულიყო, რუსეთმა გადაწყვიტა ტყუილის გავრცელება ქაოსის დასათესად, მისი დიდი ხნის ტრადიციის შესაბამისად.

ერთადერთი საფრთხე რუსეთია და ეს ქართველებმა კარგად იციან,” – წერს საფრანგეთის ელჩი.

The post “განზრახ ვრცელდება სრულიად ცრუ ინფორმაცია” – რას წერს საფრნაგეთის ელჩი რუსთავი2–ის გამოქვეყნებულ ნიუსზე appeared first on .


რელევანტური