პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 26 Feb 2026, 12:37

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენები გადასცა. დაჯილდოება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და საოპერო მომღერალი ბადრი მაისურაძე. ღირსების ორდენი გადაეცათ კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯიქი ჯანგულაშვილს, გიორგი ანდღულაძეს, ქეთევან დუმბაძეს, ოთარ ჯორჯიკიას, მიხეილ ქირიას,...

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენები გადასცა. დაჯილდოება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და საოპერო მომღერალი ბადრი მაისურაძე.

ღირსების ორდენი გადაეცათ კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯიქი ჯანგულაშვილს, გიორგი ანდღულაძეს, ქეთევან დუმბაძეს, ოთარ ჯორჯიკიას, მიხეილ ქირიას, გიორგი კალანდიას, გიორგი კუხიანიძეს, გრიგოლ მურღულიას, ბადრი დარჩიძეს და ანსამბლ „ფესვების“ წევრებს (მათ შორის მიხეილ კაკალაძეს — სიკვდილის შემდეგ).

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული კულტურის დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.


რელევანტური