ვენა ტურისტულ გადასახადს ზრდის
ვენა ტურისტებისთვის გადასახადებს ზრდის, კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ტურიზმს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად იყენებს. ავსტრიის სასტუმროების ასოციაციის წარმომადგენელმა, მარტინ სტანიცმა აღნიშნა, რომ ამ ცვლილების შემდეგ ვენის ტურისტული გადასახადი ევროპაში ამსტერდამის შემდეგ ყველაზე ძვირი გახდება. მისივე თქმით, ხელისუფლება ტურიზმს იყენებს, როგორც საშუალებას ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად. ამავე აზრს იზიარებენ ტურისტული სააგენტოებიც, რომლებიც განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან ავიაბილეთებზე უკვე დაწესებული 12-ევროიანი გადასახადით. ავსტრიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გრეგორ კადანკამ განაცხადა, რომ გადასახადებისა და მოსაკრებლების დაგროვება ავსტრიის ტურისტულ მიმზიდველობას საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, სხვა ტურისტული მიმართულებები სულ უფრო მეტ პოპულარულობას იძენენ, ხოლო ვენა, რომელიც ცენტრალური… The post ვენა ტურისტულ გადასახადს ზრდის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →