ვიდეო

,,მარინა ეზუგბაიას სახელით ვრცელდება ყალბი ვიდეოები” – ,,ინფექციური” მოსახლეობას აფრთხილებს

Alia

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს: ,,იყავით ფრთხილად! სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყალბი და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფეიკ-ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ჩვენი კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, მარინა ეზუგბაია, რომელიც, ვითომ გარკვეულ რეკომენდაციებს უზიარებს ინტერნეტმომხმარებლებს. აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის შემდეგ, ქალბატონი მარინა ეზუგბაია იშვიათად ჩნდება მედიის წინაშე და შესაბამისად, არანაირ რეკომენდაციებს და კომენტარებს არ აკეთებს. […] The post ,,მარინა ეზუგბაიას სახელით ვრცელდება ყალბი ვიდეოები” – ,,ინფექციური” მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on .

პირველწყარო →

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს:

,,იყავით ფრთხილად!

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყალბი და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფეიკ-ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ჩვენი კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, მარინა ეზუგბაია, რომელიც, ვითომ გარკვეულ რეკომენდაციებს უზიარებს ინტერნეტმომხმარებლებს.
აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის შემდეგ, ქალბატონი მარინა ეზუგბაია იშვიათად ჩნდება მედიის წინაშე და შესაბამისად, არანაირ რეკომენდაციებს და კომენტარებს არ აკეთებს.
გაფრთხილდით! არ ენდოთ ისეთ ცრუ ინფორმაციებს, სადაც ქალბატონი მარინა ეზუგბაია ან თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მედიკოსი გამოჩნდება რაიმე რეკომენდაციის ან ვიდეო კომენტარებისას, რადგან საქმე გვაქვს ინფორმაციის გაყალბებასთან!
შესაბამისად, ჩვენი მედიკოსების მხრიდან თუ რაიმე რეკომენდაცია ან ინტერვიუ ჩაიწერება, გამოქვეყნდება ჩვენი კლინიკის ფეისბუქ გვერდზე.“

The post ,,მარინა ეზუგბაიას სახელით ვრცელდება ყალბი ვიდეოები” – ,,ინფექციური” მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on .


მსგავსი