სიახლე

სამარშრუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ – დაკავებულია 2 პირი

MegaTV

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულები, რუსთავში, მოქალაქის კუთვნილი სამარშრუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. ოპერატიული რეაგირების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის […]

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები, რუსთავში, მოქალაქის კუთვნილი სამარშრუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. ოპერატიული რეაგირების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მსგავსი