სიახლე
ლაგოდეხში ავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მედიაცენტრი
ლაგოდეხში ავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მეგობართან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, სოფელ ცხაკაიასთან, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. The post ლაგოდეხში ავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.