ნატახტარი-ჟინვალის მიმართულებით 4-ზოლიანი ახალი ავტომაგისტრალი აშენდება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ნატახტრიდან ჟინვალის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განსახორციელებლად მთავრობამ პირველ ივლისს უკვე გამოსცა განკარგულება მიწების გამოსყიდვის შესახებ, რაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) სტანდარტების შესაბამისად მოხდება. ტექნიკური ანალიზის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვებისა და ადგილობრივი ნაკადების ზრდის გამო, არსებული ორზოლიანი გზის თანამედროვე მაგისტრალით ჩანაცვლება აუცილებელია. ახალი მაგისტრალის სიგრძე 27 კილომეტრი იქნება და ის 4-ზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელზეც გადაადგილება 120 კმ/სთ სიჩქარით იქნება შესაძლებელი, მგზავრობის დროს 15 წუთამდე შეამცირებს. პროექტი სულ 16 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს, მათ შორის ყველაზე გრძელი – 991 მეტრის ორი პარალელური ხიდი – მდინარე არაგვზე მოეწყობა. მაგისტრალი… The post ნატახტარი-ჟინვალის მიმართულებით 4-ზოლიანი ახალი ავტომაგისტრალი აშენდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →