გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთის საავტომობილო გზა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ინფორმაციას გამოცემა “კახეთის ხმა” ავრცელებს და წერს, რომ “თუშეთისკენ გზა ადგილ-ადგილ ჩამოშლილია და ხრამები გადიდებული, რაც მძღოლებს საფრთხეს უქმნის”.
მათივე ცნობით, ადგილობრივები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, დროულად ჩართონ მძიმე ტექნიკა, რათა მგზავრთა მიმოსვლა არ შეფერხდეს
The post გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთის საავტომობილო გზა მნიშვნელოვნად დაზიანდა appeared first on .