სიახლე

,,გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს” – მერცი

მედიაცენტრი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს. მისი თქმით, ეს არის უდიდესი ძალისხმევა, რაც კი ოდესმე გაწეულა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. მერცი თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა. „ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში პასუხისმგებლობა გვაკისრია“, – განაცხადა მერცმა. მანამდე ტრამპმა თავის სოციალურ მედიაპლატფორმაზე დაწერა, რომ შეერთებული შტატებისთვის აბსურდულია ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება. ტრამპმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ გერმანიის ხარჯები „2014-2025 წლებში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე აშშ-ის ან ნატო-ს სხვა მოკავშირეების“. The post ,,გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს” – მერცი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი