როგორი იყო კურორტი ,,ახტალა” 1915 წელს — Cnoba

Knews სიახლე 26 Feb 2026, 07:44

knews.ge როგორი იყო კურორტი ,,ახტალა” 1915 წელს ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ კახეთში არსებული ტალახის ტბა ერთხანს თავად ანდრონიკაშვილებს ეკუთვნოდათ. ტბა ისეთი ღრმა ყოფილა, თოკის მოუბმელად შიგ ვერავინ The post როგორი იყო კურორტი ,,ახტალა” 1915 წელს appeared first on knews.ge.

knews.ge
როგორი იყო კურორტი ,,ახტალა” 1915 წელს

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ კახეთში არსებული ტალახის ტბა ერთხანს თავად ანდრონიკაშვილებს ეკუთვნოდათ. ტბა ისეთი ღრმა ყოფილა, თოკის მოუბმელად შიგ ვერავინ ჩადიოდა. ტბაში არსებული ტალახის მეცნიერული შესწავლა მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო.

წყაროები იუწყება, რომ ამ პერიოდიდან ტბის გარშემო გაჩნდა ბარაკული ტიპის დასახლება, რომლებშიც დროდადრო ჯარისკაცები ცხოვრობდნენ და ტალახშიც ბანაობდნენ. როცა ხალხს გაუგია, რომ ტალახის ტბას ავადმყოფების განკურნება შეეძლო, სხვადასხვა სოფლიდან ურმებით მოდიოდნენ, ღია ცისქვეშ ეძინათ და ტალახში ბანაობდნენ.

ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან და პერიფერიულ ნერვულ სისტემებს, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. საკურორტო სეზონი მაისში იხსნება და ზოგჯერ ნოემბრის ბოლომდე გრძელდება.

ვრცლად კურორტ ,,ახტალას” შესახებ ინფორმაცია ნახეთ ლინქზე: https://knews.ge/?p=102332

ფოტოებზე: კურორტი ,,ახტალა”, 1915 წელი

The post როგორი იყო კურორტი ,,ახტალა” 1915 წელს appeared first on knews.ge.


რელევანტური