სიახლე

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” მტრებს მკაცრი რეაგირებით ემუქრება

მედიაცენტრი

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მტრებს მკაცრი რეაგირებით ემუქრება. უწყების განმარტებით, ირანის მტრების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ახალ თავდასხმაზე პასუხი უპრეცედენტოდ მძიმე იქნება. „ნებისმიერ ახალ აგრესიას გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება, უფრო გამანადგურებელი, ვიდრე ოდესმე“, – ნათქვამია „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ოფიციალურ განცხადებაში. ამავე მიმართვაში აღნიშნულია, რომ კორპუსის ქვედანაყოფები, ირანის სხვა შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან დავალებების შესასრულებლად. განცხადების მიხედვით, სამხედრო სტრუქტურები ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის დაქვემდებარებაში მოქმედებენ. The post „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” მტრებს მკაცრი რეაგირებით ემუქრება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი