ვინ ვეღარ ისარგებლებს ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით — Cnoba

Knews სიახლე 26 Feb 2026, 07:19

knews.ge ვინ ვეღარ ისარგებლებს ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან. 1-ელი The post ვინ ვეღარ ისარგებლებს ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით appeared first on knews.ge.

knews.ge
ვინ ვეღარ ისარგებლებს ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან.

1-ელი ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან.

ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებაშია ნათქვამი.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბრძანება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე ამოქმედდა.

„2026 წლის 1-ელი ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად. მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები დამტკიცდეს მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე,“- ნათქვამია დოკუმენტში.

The post ვინ ვეღარ ისარგებლებს ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით appeared first on knews.ge.


რელევანტური