განახლდა
დღეს: 470 სიახლე

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ახალგაზრდებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.

მერის განცხადებით, ეროვნული გამოცდები ახალგაზრდების ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია, სადაც მათ მიერ გაწეული შრომა და მიზანსწრაფვა კონკრეტულ შედეგში უნდა აისახოს. „დღეიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი თავი იწერება – ერთიანი ეროვნული გამოცდები ოფიციალურად დაიწყო. ეს არის დრო, როდესაც…

იხილე სრულად: regionnews.ge ↗

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი „სუფთა მარნეულის“ წარმომადგენლებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი პირველ მოადგილესთან, გიორგი გოდაბრელიძე-თან ერთად, „სუფთა მარნეულის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მერმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტში სისუფთავისა და ეკოლოგიური გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენთვის…

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობა გააცნო. საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები მარნეულის მერიას ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული დაათვალიერეს, გაეცნენ ადგილობრივი…

ტვ ოდიში

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს – გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მარნეულის მერის ძმის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. “დაკავებულია მარნეულის მერის…

მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი ანსამბლ „ტრიო რამპას“ კონცერტს დაესწრო

მარნეულის კულტურის ცენტრში ანსამბლ „ტრიო რამპას“ მუსიკალური საღამო გაიმართა. კონცერტს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი და მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე დაესწრნენ. საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა. პროგრამაში ნანა…

მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი იალღუჯზე მდებარე სახიფათო ნარჩენების სამარხის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, იალღუჯის ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების ისტორიული…

მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი სარწყავი წყლის ტარიფებსა და სუბსიდირებაზე გამართულ შეხვედრას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილ საირიგაციო წყლის ტარიფებსა და სუბსიდირების მექანიზმებთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე განხილული იქნა სემეკის მიერ…

მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი რუსთავში ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობას შეუერთდა

დაურ ისმაილოვი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას ქალაქ რუსთავში შეუერთდა. მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ღონისძიების მონაწილეებმა ტრადიციულ მსვლელობაში ოჯახური…

დაურ ისმაილოვი ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო „TEA HOUSE“-ის მიერ, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით და მას…

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მოადგილე თეონა ფარჯიანთან ერთად, ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდა. შეხვედრა მოსამზადებელი პლატფორმა Tehsil.ge-ის ორგანიზებით, მარნეულის კულტურის სახლში გაიმართა. შეხვედრაზე მერმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის იმ პროგრამებზე, რომლებიც სტუდენტებისა და…

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი სოციალური სერვისების ცენტრს ეწვია

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსთან, იოანე ლაშხთან ერთად, მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ცენტრის ბენეფიციარ…

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელ სპორტსმენებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქვემო ქართლის ნაკრების შემადგენლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის 9 სპორტსმენი ასპარეზობდა. მათ ღირსეული შედეგები…

მარნეულის მუნიციპალიტეტმა „One Caucasus“-ის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში საერთაშორისო ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია“ მეთერთმეტედ გაიმართა. ფესტივალის დახურვის ღონისძიებას მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, დაესწრო მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ფესტივალის…