,,მხოლოდ დაგმობა კიევზე თავდასხმებს ვერ შეაჩერებს” – კაია კალასი
რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მხოლოდ პარტნიორების მხრიდან გამოხატული პროტესტი მოსკოვის თავდასხმებს ვერ შეაჩერებს. ევროკავშირის მთავარი დიპლომატი აღნიშნავს, რომ აგრესიის დასასრულებლად აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაძლიერება და კრემლზე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა. „მიმდინარე კვირაში, ევროკავშირმა 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში კიევის თავდაცვის გაძლიერებისთვის 6 მილიარდის გამოყოფა დაიწყო. დღეს მე წინადადებას წარვადგენ, რომ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ სანქციები დაწესდეს იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალურ… The post ,,მხოლოდ დაგმობა კიევზე თავდასხმებს ვერ შეაჩერებს” – კაია კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →