დღეს გაიმართება უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი — Cnoba

Alia სიახლე 26 Feb 2026, 06:50

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება, – როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს ჟენევაში გშეხვდება. ზელენსკის ცნობითვე, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში შედგება. „პირველი საკითხი კეთილდღეობის პაკეტი ანუ უკრაინის აღდგენის […] The post დღეს გაიმართება უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი appeared first on .

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება, – როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს ჟენევაში გშეხვდება.

ზელენსკის ცნობითვე, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში შედგება.

„პირველი საკითხი კეთილდღეობის პაკეტი ანუ უკრაინის აღდგენის პაკეტი იქნება და ისინი დეტალებს განიხილავენ. მეორე საკითხი სამმხრივი შეხვედრისთვის მზადებას შეეხება და ვფიქრობ, იგი მარტის დასაწყისში გაიმართება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

The post დღეს გაიმართება უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი appeared first on .


რელევანტური