ძველი თბილისის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 26 Feb 2026, 06:34

შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 2007 წელს დაბადებული გ.მ. და 2009 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 20 თებერვალს, თბილისი-ში მალულად შეაღწიეს ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში, საიდანაც ფული, ძვირადღირებული ოქროს სამკაულები და 12 მაჯის...

შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 2007 წელს დაბადებული გ.მ. და 2009 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 20 თებერვალს, თბილისი-ში მალულად შეაღწიეს ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში, საიდანაც ფული, ძვირადღირებული ოქროს სამკაულები და 12 მაჯის საათი მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულების მიერ მაღაზიისთვის მიყენებულმა ზიანმა ჯამში 50 000 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გ.მ. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


რელევანტური