“ოცნების ხელისუფლების ასეთი გადაფსიხება მე არ მახსოვს” – დავით ზურაბიშვილი — Cnoba

GuriaNews სიახლე 26 Feb 2026, 06:29

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ოცნების ხელისუფლების და მათთან ასოცირებული პირების ასეთი გადაფსიხება, რაც იმედის და პოსტვ-ს სანქცირებას მოჰყვა, მე არ მახსოვს. საერთო მესიჯბოქსიც კი არა აქვთ: ზოგი ხისტ სამართლებრივ სანქციებს ითხოვს ბრიტანეთის წინააღმდეგ (ბიბისის დასანქცირება?), ზოგი ელჩის გაძევებას, ზოგი ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილსაც ბრიტანეთს აბრალებს, ზოგი 1921 წლის 25 თებერვალთან ავლებს ანალოგიას, […] The post “ოცნების ხელისუფლების ასეთი გადაფსიხება მე არ მახსოვს” – დავით ზურაბიშვილი appeared first on გურია ნიუსი.

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ოცნების ხელისუფლების და მათთან ასოცირებული პირების ასეთი გადაფსიხება, რაც იმედის და პოსტვ-ს სანქცირებას მოჰყვა, მე არ მახსოვს. საერთო მესიჯბოქსიც კი არა აქვთ: ზოგი ხისტ სამართლებრივ სანქციებს ითხოვს ბრიტანეთის წინააღმდეგ (ბიბისის დასანქცირება?), ზოგი ელჩის გაძევებას, ზოგი ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილსაც ბრიტანეთს აბრალებს, ზოგი 1921 წლის 25 თებერვალთან ავლებს ანალოგიას, ზოგმა დავაი ხუთ-ხუთი ლარი ავუგროვოთო, მოგვიწოდებს, ზოგ-ზოგები კიდევ ჯავშანტრანსპორტიორ “ლაზიკას” კოლონების დაძვრას აპირებდნენ ლა-მანშისკენ, მაგრამ გაახსენდათ, რომ ეგ ბაჩო ახალაიას გაკეთებულია და გადაიფიქრეს.

კარგი, ბოლოს კი გავაფორმე ცოტა, მაგრამ მანამდე ყველაფერი ნაღდი ვთქვი.

The post “ოცნების ხელისუფლების ასეთი გადაფსიხება მე არ მახსოვს” – დავით ზურაბიშვილი appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური