,,მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა”-კობახიძე
ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციასა და რეგიონებში შეხვედრებს ეხებოდა. „ამ შეხვედრების დატვირთვა ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათ უნდა გადაიბარონ ამ ქვეყნის მართვა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის, მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის, მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, საკითხების წამოჭრა, ამ ყველაფრის გაზიარება. ზუსტად ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრები ძალიან… The post ,,მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა”-კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →