ევროკავშირი უკრაინას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასავითარებლად 343 მილიონ ევროს გადასცემს
ევროკავშირი უკრაინას გარანტიებისა და გრანტების ფორმით 343 მილიონ ევროს გადასცემს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასავითარებლად. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და საფრანგეთისა და ფინეთის მთავრობებმა შეთანხმებები გააფორმეს, რომელთა მიზანია სამრეწველო პოტენციალის გაფართოება ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებისა და თავდაცვითი მრეწველობის სფეროებში. მიღწეული შეთანხმებები უკრაინისთვის 343 მილიონი ევროს გადაცემას ითვალისწინებს ევროკავშირის გარანტიებისა და შერეული დაფინანსების გრანტების ფორმით. შეთანხმებების გაფორმება უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენციის (URC 2026) ფარგლებში მოხდა, რომელიც გდანსკი გაიმართა. განცხადების თანახმად, მოსალოდნელია, რომ ახალი ინსტრუმენტები უკრაინას საშუალებას მისცემს მიიზიდოს 700 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციები უპილოტო საფრენი აპარატებისა და დრონების საწინააღმდეგო… The post ევროკავშირი უკრაინას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასავითარებლად 343 მილიონ ევროს გადასცემს appeared first on მედიაცენტრი მთავარი …
პირველწყარო →