უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავი „მიგ-29“ საბრძოლო დავალების შესრულებისას ჩამოვარდა
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, „მიგ-29“-ის ტიპის თვითმფრინავი საბრძოლო დავალებას პოლტავის ოლქში ასრულებდა, როდესაც მასთან კავშირი დაიკარგა. თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოახდინა, რის შემდეგაც სამძებრო-სამაშველო ჯგუფს დაუკავშირდა. „მიგ-29“-ის პილოტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
იხილე სრულად: mcm.ge ↗