საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს
საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს, – ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავრცელებს. ემანუელ მაკრონის ცნობით, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ტანკერი Deliver-ი დააკავეს, რომელიც სიცილიის სანაპიროსთან საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევით გადაადგილდებოდა. „აღნიშნული მოქმედება „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ ჩატარებული მსგავსი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში განხორციელდა. ეს ევროპელების სიმტკიცეს აჩვენებს“, – წერს მაკრონი X-ზე და ტანკერის დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს. მისი თქმით, ევროპა „ჩრდილოვან ფლოტს“ სანქციებისთვის გვერდის ავლისა და რუსეთის სამხედრო ძალისხმევის დაფინანსების საშუალებას არ მისცემს. The post საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →