სიახლე

,,ის საკმაოდ კარგად მოქმედებს, უნდა ითქვას, რომ ის მამაცია”- ტრამპი ზელენსკიზე

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება რუსეთის წინააღმდეგ ომს. ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ზელენსკი ომს იგებს, ტრამპმა უპასუხა: „ის საკმაოდ კარგად ართმევს თავს, როგორი კუთხითაც არ უნდა შეხედოთ ამას. ყოველ შემთხვევაში, თავის პოზიციებს ინარჩუნებს. ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ ვფიქრობ, ის საკმაოდ კარგად მოქმედებს. ნახეთ, უნდა ითქვას, რომ ის მამაცია. მას კარგი სამხედრო ტექნიკა აქვს, მაგრამ ასევე ჰყავს შესანიშნავი ადამიანები – მებრძოლები“, – აღნიშნა ტრამპმა. The post ,,ის საკმაოდ კარგად მოქმედებს, უნდა ითქვას, რომ ის მამაცია”- ტრამპი ზელენსკიზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი