საქართველოში ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი ekalata.gov.ge ამოქმედდა
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა – www.ekalata.gov.ge წარადგინა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. პროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთიანი ციფრული სივრცის შექმნა, რათა მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ. ახალ ვებგვერდზე განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე ქვეყნის 12 უმსხვილეს ქსელში არსებული საუკეთესო ფასები. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები, კატეგორიების მიხედვით მოძებნონ სასურველი პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად და შექმნან საკუთარი ვირტუალური კალათა, სადაც ასახული იქნება… The post საქართველოში ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი ekalata.gov.ge ამოქმედდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →