რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინული დრონი ოკუპირებულ აფხაზეთშიც ჩამოაგდო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული დრონებით მორიგი შეტევის მოგერიებისას, მათ 31 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უწყების მიერ გავრცელებულ რეგიონების ჩამონათვალში, რუსეთის ტერიტორიებსა და ანექსირებულ ყირიმთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიც ფიგურირებს, ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გასულ ღამეს რუსეთის რეგიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯამში 323 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. “გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის მორიგე საშუალებებით ჩაჭერილი და განადგურებულია 323 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ვოლგოგრადის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ნიჟნი ნოვგოროდის, ორლოვის, ორენბურგის, პენზის, როსტოვის, რიაზანის, სარატოვის, სმოლენსკის, ტულის ოლქების, მოსკოვის… The post რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინული დრონი ოკუპირებულ აფხაზეთშიც ჩამოაგდო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →