სიახლე

საფრანგეთში რეკორდულ სიცხეს 18 ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

საფრანგეთში ანომალიურ სიცხეს, ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არის ორი ბავშვი, რომლებიც მშობლებმა გახურებულ ავტომობილში დატოვეს. მაღალი ტემპერატურის გამო, ქვეყნის მასშტაბით სკოლების ნაწილმა სწავლა დროებით შეაჩერა ან გაკვეთილების განრიგი შეცვალა. Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ტემპერატურის მაჩვენებლებმა ისტორიული რეკორდები მოხსნა: ბორდო: ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ 41.9 გრადუსს მიაღწია. პუატიე: ცენტრალურ საფრანგეთში მდებარე ქალაქში თერმომეტრის სვეტმა 41.2 გრადუსს მიაღწია, რაც 1947 წელს დამყარებულ მაქსიმალურ მაჩვენებელს აღემატება. სინოპტიკოსები მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისა და მზის პირდაპირ სხივებს მორიდებისკენ მოუწოდებენ. The post საფრანგეთში რეკორდულ სიცხეს 18 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი