ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის სტატისტიკა – ომბუდსმენი ანგარიში
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის სტატისტიკის გამო. 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობისა და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთა დიდი ნაწილი ოჯახის წევრებმა ჩაიდინეს. პროკურატურამ გენდერული მოტივი (ფემიციდი) 5, ხოლო ფემიციდის მცდელობა 8 საქმეში გამოკვეთა. ანგარიშის თანახმად, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა დანაშაულის პრევენცია ვერ მოხერხდა. საქმეების ანალიზმა აჩვენა ხარვეზები გამოძიების, რისკების შეფასებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენების ეტაპებზე. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე. მიუხედავად სამართალდამცველთა გადამზადებისა, პრაქტიკაში კვლავ ჭირს მოტივის დროული გამოვლენა და სათანადო სამართლებრივი შეფასება. პრობლემები… The post ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის სტატისტიკა – ომბუდსმენი ანგარიში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →