სიახლე

ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის მისია საქართველოში თვითმმართველობის მდგომარეობას აფასებს

რეგიონალური სიახლეები

ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის პრინციპების შესრულების, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობისა და თვითმმართველობის განვითარების პროცესის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მონიტორინგის მისია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მისიის პირველი შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ოფისში გაიმართა. მონიტორინგის ჯგუფის წევრები – ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი დემოკრატიის საკითხებზე მომხსენებელი ანდერს კნაპე, რეგიონული დემოკრატიის...

პირველწყარო →

🇬🇪🇪🇺 ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის პრინციპების შესრულების, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობისა და თვითმმართველობის განვითარების პროცესის შეფასების მიზნით, ქვეყანაში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მონიტორინგის მისია იმყოფება.

🇬🇪🇪🇺 ვიზიტის ფარგლებში, მისიის პირველი შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ოფისში გაიმართა. მონიტორინგის ჯგუფის წევრები – ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი დემოკრატიის საკითხებზე მომხსენებელი ანდერს კნაპე, რეგიონული დემოკრატიის საკითხებზე მომხსენებელი ურს ჟანეტი და ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, კონგრესის საკონსტიტუციო მრჩეველი, პროფესორი ტანია გროპი, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

🇬🇪🇪🇺 შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს 2018 შემდეგ თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული რეფორმები, დეცენტრალიზაციის პროცესი, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე ქართული დელეგაციის წევრი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – თამარ ხაჩიძე იმყოფება.


მსგავსი