სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედურ შემთხვევას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც განვიცდით. უდროოდ და ტრაგიკულად შეწყდა ერთი საუკეთესო ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. რამაზი იყო საოცრად თავაზიანი, მოწესრიგებული, გულისხმიერი, მშრომელი, მეგობრული, სანდო და საიმედო ახალგაზრდა, რომელიც სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა თანატოლებსა თუ მასწავლებლებში“, – ნათქვამია პედაგოგების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
The post უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა appeared first on გურია ნიუსი.